“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სააგენტო "პარალელი" “ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო კაჭკაჭიშვილი სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ შედეგზე, კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს: “ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს: საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობას ადასტურებს სრულწლოვან (18+) გამოკითხულთა დაახლოებით 8% (უფრო ზუსტად, 7.7%). ბევრია ეს თუ ცოტა, როდესაც ოპოზიციური განწყობების მატარებელი ქვეყანაში არის მოსახლეობის უმრავლესობა (50%-ზე მეტი)? თუ საერთაშორისო გამოცდილებას […] “ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო კაჭკაჭიშვილი პარალელი

აპრ. 16, 2025 - 04:27
 0
“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სააგენტო "პარალელი"
“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ შედეგზე, კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს: საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობას ადასტურებს სრულწლოვან (18+) გამოკითხულთა დაახლოებით 8% (უფრო ზუსტად, 7.7%).

ბევრია ეს თუ ცოტა, როდესაც ოპოზიციური განწყობების მატარებელი ქვეყანაში არის მოსახლეობის უმრავლესობა (50%-ზე მეტი)?

თუ საერთაშორისო გამოცდილებას გავითვალისწინებთ, აქტიურად მოპროტესტე ადამიანების ეს წილი სავსებით ნორმალურია. როგორც ირკვევა, კონსოლიდირებული ავტოკრატიის ქვეყნებში (მაგალითად, აზერბაიჯანში) აშკარად გამოხატული მოპროტესტე ადამიანების წილი 5%-ზე დაბალია, ხოლო მზარდი ავტოკრატიის ქვეყნებში (საქართველო აქ შედის) – 7-8%. ჩვენმა კვლევამ სწორედ ეს ტრენდი დაადასტურა.

რატომ ვამბობ ამას? ბოლო კვირებში პროტესტის მასშტაბმა იკლო და გვგონია, რომ ეს ფაქტი გამოწვეულია საპროტესტო მოტივაციის/განწყობის შესუსტებით. ეს ასე არ არის:

ჯერ-ერთი, როგორც აღინიშნა, მიმდინარე რუტინული (ყოველდღიური) პროტესტის მასშტაბი გავრცელებული გლობალური ტრენდის ფარგლებში ჯდება (შეუძლებელია, ყოველდღე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდეს).

მეორეც, პროტესტის მასშტაბის ფაქტობრივი კლება არ უიგივდება პროტესტის მოტივაციის კლებას, არამედ გამოწვეულია სპეციფიკური მიზეზებით (რეპრესიების შიში, პროტესტის გამოხატვის ალტერნატიული ფორმების არსებობა, პროტესტით გადაღლა, სუსტი ორგანიზაციული სტრუქტურა/ლოჯისტიკა და სხვ.), რაც ცალკე მსჯელობის საგანია“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო კაჭკაჭიშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow