"ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია" - კიტეიშვილის ავსტრიაში აქებენ
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩინებულ სეზონს ატარებს, რასაც არაერთი საფეხბურთო ექსპერტი და ცნობილი ადგილობრივი სახე ეხმაურება...

მათ შორის, ქართველ ნახევარმცველზე კომენტარი ყოფილმა მწვრთნელმა ფრანც შიმერმაც გააკეთა.
"ოთარ კიტეიშვილი პირადად ჩემთვის ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა, რომელსაც საოცარი საფეხბურთო ინტელექტი აქვს, რასაც ბურთთან მოპყრობის ცოდნაც ემატება", - განაცხადა შიმერმა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მათჩში კიტემ ავსტრიის ჩემპიონატში თავი 11 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
What's Your Reaction?






