ცესკომ აღიარება, რომ ხმის დაცვის საიდუმლო არ იყო დაცული – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, განაცხადა: “პრაქტიკულად, ცესკოს დადგენილებით მოხდა აღიარება იმის, რაზედაც ჩვენ ყველანი არა მხოლოდ ვსაუბრობდით, შეტანილი გვქონდა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი ამ თემაზე. ანუ საუბარია, ხმის დაცვის საიდუმლოზე, რომელიც არ იქნა დაცული გასული არჩევნების დროს. დღევანდელი დადგენილებით ცესკომ აღიარა ეს ფაქტი, რადგან მიიღო უმნიშვნელო, მაგრამ ზომები იმისთვის, რომ ვითომ, მისი თქმით, უკეთესად იყოს […] The post ცესკომ აღიარება, რომ ხმის დაცვის საიდუმლო არ იყო დაცული – ზურაბიშვილი appeared first on .

აპრ. 30, 2025 - 20:57
 0
ცესკომ აღიარება, რომ ხმის დაცვის საიდუმლო არ იყო დაცული – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, განაცხადა:

“პრაქტიკულად, ცესკოს დადგენილებით მოხდა აღიარება იმის, რაზედაც ჩვენ ყველანი არა მხოლოდ ვსაუბრობდით, შეტანილი გვქონდა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი ამ თემაზე. ანუ საუბარია, ხმის დაცვის საიდუმლოზე, რომელიც არ იქნა დაცული გასული არჩევნების დროს.

დღევანდელი დადგენილებით ცესკომ აღიარა ეს ფაქტი, რადგან მიიღო უმნიშვნელო, მაგრამ ზომები იმისთვის, რომ ვითომ, მისი თქმით, უკეთესად იყოს დაცული ამ ელექტრონული აპარატების მიერ ის საიდუმლოება, რომელიც არის აუცილებელი პირობა არჩევნების.

ამიტომ ამ საკითხზე ჩვენი პლატფორმა მიმართავს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პირველ რიგში, სტრასბურგის სასამართლოს, სადაც შეტანილია ამ საკითხებზე სარჩელი, იმისთვის, რომ ეს დამატებითი ინფორმაცია მათთვისაც ცნობილი იყოს”

 

ცნობისთვის, ცესკომ ახალი დადგენილება მიიღო, რომლითაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის აპარატებზე ბიულეტენის დასაფარ მოწყობილობას ამატებენ. 

The post ცესკომ აღიარება, რომ ხმის დაცვის საიდუმლო არ იყო დაცული – ზურაბიშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow