ჯარიმებისთვის ახალი ფონდი ფუძნდება, რომლის საბანკო ანგარიში ინგლისში გაიხსნება

ჯარიმების გადასახდელად, მოქალაქეებისთვის ახალი ფონდი შეიქმნა – “თავისუფლების მოედნის” წარმომადგენლის, დავით ჯინჭარაძის ცნობით, აფუძნებს  “თავისუფლების ფონდს”, რომლის ანგარიში ინგლისში იქნება დარეგისტრირებული და შესაბამისად, ვერ დაყადაღდება: “ცხადია, საქართველოში რეგისტრირებული ფონდების დაყადაღება და სახლში მივარდნები ნიშნავს, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ და ყველამ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდოთ ივანიშვილის გადასაგდებად. ამიტომ მგონია, რომ საჭიროა რამდენიმე დეცენტრალიზებული ფონდი, რომელიც უცხოური […] The post ჯარიმებისთვის ახალი ფონდი ფუძნდება, რომლის საბანკო ანგარიში ინგლისში გაიხსნება appeared first on .

აპრ. 30, 2025 - 20:57
 0
ჯარიმებისთვის ახალი ფონდი ფუძნდება, რომლის საბანკო ანგარიში ინგლისში გაიხსნება

ჯარიმების გადასახდელად, მოქალაქეებისთვის ახალი ფონდი შეიქმნა – “თავისუფლების მოედნის” წარმომადგენლის, დავით ჯინჭარაძის ცნობით, აფუძნებს  “თავისუფლების ფონდს”, რომლის ანგარიში ინგლისში იქნება დარეგისტრირებული და შესაბამისად, ვერ დაყადაღდება:

“ცხადია, საქართველოში რეგისტრირებული ფონდების დაყადაღება და სახლში მივარდნები ნიშნავს, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ და ყველამ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდოთ ივანიშვილის გადასაგდებად.
ამიტომ მგონია, რომ საჭიროა რამდენიმე დეცენტრალიზებული ფონდი, რომელიც უცხოური ანგარიშებით და ონლაინ გადახდის სისტემებით იმუშავებს და რომლის დაყადაღებაც შეუძლებელი იქნება.

დღეს ვქმნი ,,თავისუფლების ფონდს”, რომელიც ღიაა დონაციებისთვის, განსაკუთრებით კი ემიგრანტების და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მხრიდან.

თანხების შეგროვებისთანავე, ფონდი მოქალაქეებს დაეხმარება გასაჩივრებული ჯარიმების გადახდაში. ამ ფონდს ვერ დააყადაღებენ, რადგან ბანკის ანგარიში ინგლისში იქნება.

შემდეგი დღეების განმავლობაში ვიმუშავებ სანდო მოხალისეთა ჯგუფის შემოსაკრებად, თანხების მობილიზებისთვის და ონლაინ სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც ყველა ხარჯის და დონაციის გამჭვირვალედ აღრიცხვაში დაგვეხმარება. გამოვიყენებ ჩემს მართვით გამოცდილებას, რომელიც ბრიტანულ და ამერიკულ კომპანიებში მუშაობისას შევიძინე.

ღია ვარ ნებისმიერი დახმარებისთვის და კოლაბორაციისთვის. ცეცხლი ოლიგარქიას!” წერს ჯინჭარაძე.

The post ჯარიმებისთვის ახალი ფონდი ფუძნდება, რომლის საბანკო ანგარიში ინგლისში გაიხსნება appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow