ცნობილია - რა თანხას მიიღებს ქართული კლუბი ბედოშვილის რუსეთში ტრანსფერისთვის
ცნობილია - რა თანხას მიიღებს ქართული კლუბი ბედოშვილის "ნიჟნი ნოვგოროდში" ტრანსფერისთვის

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემტევის, ვახო ბედოშვილის, ტრანსფერმა რუსულ "ნიჟნი ნოვგოროდში", ქართველ გულშემატკივარში სრული უკმაყოფილება გამოიწვია.
მაყურებელი მოთამაშის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად ფინანსურ უზრუნველყოფას ასახელებს, რაც საფეხბურთო სამყაროში გათვითცნობიერებულთათვის კარგად ნაცნობია, რომ ეს ამ ქვეყანაში გადასვლის მთავარი "მაცდუნებელია".
საინტერესოა, რა თანხაზეა საუბარი ამჯერად. Transfermarkt-ზე ასახული ინფორმაციისდა მიხედვით, ეს 70 ათასი ევროა, რასაც მოთამაშის მფლობელი კლუბი "ორბი" მიიღებს. ამავე ინფორმაციას ადასტურებს თავად "ნიჟნი ნოვგოროდის" პრეს-სამსახურიც, რომლის გავრცელებული ამბით, რუსებმა ბედოშვილი ქართული კლუბისგან გამოისყიდეს.
თუმცა, ამავე დროს, ქართულ წყაროებში იწერება, რომ ფეხბურთელი უნდა გაფრენილიყო საფეხბურთო კლუბ ორბის წარმომადგენლებთან ერთად პოლონეთში, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად რუსეთში წავიდა, რის შესახებაც კლუბის მესვეურები საქმის კურსში არ ყოფილან.
ბედოშვილი "ორბის" საკუთრებაა და იჯარით "გარეჯში" თამაშობდა, საიდანაც მიიქცია რამაზ სვანაძის ყურადღება და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტიც ჰქონდა.
What's Your Reaction?






