“ცრუობს” – რა ტყუილი გაავრცელა კუპრაშვილმა? – ჩინოვნიკს განჩინების ნაწილი გამოუქვეყნეს

ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი მესამე სექტორის წარმომადგენლები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ. საუბარია, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მისი სამსახური სამოქალაქო საზოგადოებისგან ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებს თითქოსდა არ ითხოვს. კუპრაშვილის საპასუხოდ, მესამე სექტორმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვა.  დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს განჩინება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების სახელსა და გვარს, პირად ნომრებსა და […] The post “ცრუობს” – რა ტყუილი გაავრცელა კუპრაშვილმა? – ჩინოვნიკს განჩინების ნაწილი გამოუქვეყნეს appeared first on .

ივნ. 18, 2025 - 19:27
 0
“ცრუობს” – რა ტყუილი გაავრცელა კუპრაშვილმა?  – ჩინოვნიკს განჩინების ნაწილი გამოუქვეყნეს

ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი

მესამე სექტორის წარმომადგენლები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

საუბარია, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მისი სამსახური სამოქალაქო საზოგადოებისგან ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებს თითქოსდა არ ითხოვს.

კუპრაშვილის საპასუხოდ, მესამე სექტორმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვა.  დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს განჩინება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების სახელსა და გვარს, პირად ნომრებსა და აქტივობების ამსახველ ვიდეო – ფოტო მასალების გადაცემას.

არადა, რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებდა:

“დღის განმავლობაში, რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას.

ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია, არ ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართულია მხოლოდ გრანტის მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული, თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა.მიგვაჩნია, რომ არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას“.

 

17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ.

The post “ცრუობს” – რა ტყუილი გაავრცელა კუპრაშვილმა? – ჩინოვნიკს განჩინების ნაწილი გამოუქვეყნეს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow