ცუდი ამბავი ტოტენჰემს - ჯეიმს მედისონზე მძიმე ტრავმას ელიან

ჯეიმს მედისონს მძიმე ტრავმა დაუდასტურდა?

მაი. 4, 2025 - 23:56
 0
ცუდი ამბავი ტოტენჰემს - ჯეიმს მედისონზე მძიმე ტრავმას ელიან
როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ ჯეიმს მედისონმა სეზონი აქვე დაასრულოს.

რომანოს ინფორმაციით, მედისონმა მუხლის დაზიანება მიიღო და კვლევების პასუხები უახლოეს 24 საათში იქნება, თუმცა ტოტენჰემში ძალიან ცუდი მოლოდინები აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემმა ევროპა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ბოდო გლიმტს 3:1 მოუგო და დეზებს დიდი შანსი აქვთ, რომ ტურნირის ფინალში გავიდნენ, სადაც მედისონის მნიშვნელობა უდიდესი იქნება.

მედისონს ევროპა ლიგის ამ სეზონში 11 მატჩი აქვს ჩატარებული, გაიტანა 3 გოლი და შეასრულა ამდენივე საგოლე გადაცემა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow