“ძალიან მალე შეიძლება ჩვენს ენასაც დასჭირდეს დაცვა” – 14 აპრილის აქციას ქართველი გამომცემლები უერთდებიან
ქართული ენის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად მწერლები და გამომცემლები ერთიანდებიან. სტუდენტების დაანონსებულ დემონსტრაციას რეჟიმის მოწინააღმდეგე ლიტერატორებიც შეუერთდებიან. 14 აპრილს, 19:00 საათზე დედა ენის დღეს მოქალაქეები იმ გზას გაივლიან, რომელიც სტუდენტებმა და პროფესორ – მასწავლებელმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს. ქართველი გამომცემლები სოლიდარობას უცხადებენ პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს და ყველა ადამიანს მოუწოდებენ 14 აპრილს დაანონსებულ […] The post “ძალიან მალე შეიძლება ჩვენს ენასაც დასჭირდეს დაცვა” – 14 აპრილის აქციას ქართველი გამომცემლები უერთდებიან appeared first on .

ქართული ენის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად მწერლები და გამომცემლები ერთიანდებიან. სტუდენტების დაანონსებულ დემონსტრაციას რეჟიმის მოწინააღმდეგე ლიტერატორებიც შეუერთდებიან. 14 აპრილს, 19:00 საათზე დედა ენის დღეს მოქალაქეები იმ გზას გაივლიან, რომელიც სტუდენტებმა და პროფესორ – მასწავლებელმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს.
ქართველი გამომცემლები სოლიდარობას უცხადებენ პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს და ყველა ადამიანს მოუწოდებენ 14 აპრილს დაანონსებულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
“ქართველი გამომცემლები ვუერთდებით 14 აპრილის მარშს იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ მათ შორის იმ ფაქტს, რომ ქვეყნის მთავარი მტერი რუსეთია”, – განაცხადეს მათ.
ქართველი გამომცემლები ვუერთდებით 14 აპრილის მარშს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მათ შორის იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნის მთავარი მტერი არის რუსეთი. ჩვენ გუშინაც ვნახეთ ის ფაქტები, როდესაც თეა წულუკიანმა უაზროდ გაწირული უწოდა, ვიღაცის პიარისთვის ჩვენს გმირს ანწუხელიძეს და ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ძალიან მალე შეიძლება უაზროდ გაწირულები აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც ქართული ენის დაცვისთვის იბრძოდნენ. ძალიან მალე შეიძლება ჩვენს ენასაც დასჭირდეს კიდევ ერთხელ დაცვა და ეს ისტორია დაბრუნდეს და ეს ყველაფერი, რომ არ მოხდეს ამისთვის აუცილებელია, რომ დავდგეთ ერთად. ყველამ გავაცნობიეროთ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ამ ბრძოლაში, რაც არის ჩვენი საერთო ბრძოლა, რომელიც აუცილებლად ქართულმა ხალხმა გამარჯვებამდე უნდა მიიყვანოს”, – განაცხადეს გამომცემლებმა.
ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად ქუჩებში სტუდენტების დემონსტრაცია გაიმართება. 14 აპრილს, დედა ენის დღეს, ახალგაზრდები ისტორიული მარშრუტის გავლას აპირებენ თსუს პირველი კორუსიდან პარლამენტამდე. ევროპული მომავლის მცველები ხმაურით გეგმავენ, რეჟიმი შეაწუხონ და ციხეებში უკანონოდ გამოკეტილ მათ თანამებრძოლებს სოლიდარობა გამოუცხადონ.
The post “ძალიან მალე შეიძლება ჩვენს ენასაც დასჭირდეს დაცვა” – 14 აპრილის აქციას ქართველი გამომცემლები უერთდებიან appeared first on .
What's Your Reaction?






