წამყვანების გათავისუფლების გარდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინური სანქციები 4 თანამშრომელს დააკისრა
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წამყვანების – ვასილ ივანოვ ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების გარდა დისციპლინური სანქციები დაუწესა 4 თანამშრომელს, რომლებიც ასევე აკრიტიკებენ მაუწყებლის „ქართული ოცნებისადმი“ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას. საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ დისციპლინური წარმოება 6 თანამშრომლის მიმართ დაიწყეს. მათგან ორი – ზაუტაშვილი და ივანოვ-ჩიქოვანი გაათავისუფლეს, ოთხთან დაკავშირებით კი „სხვა სახის დისციპლინური სანქციები“ გამოიყენეს. მაუწყებლის განცხადების თანახმად, ეს ოთხი ადამიანია: […] The post წამყვანების გათავისუფლების გარდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინური სანქციები 4 თანამშრომელს დააკისრა appeared first on .

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წამყვანების – ვასილ ივანოვ ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების გარდა დისციპლინური სანქციები დაუწესა 4 თანამშრომელს, რომლებიც ასევე აკრიტიკებენ მაუწყებლის „ქართული ოცნებისადმი“ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას.
საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ დისციპლინური წარმოება 6 თანამშრომლის მიმართ დაიწყეს.
მათგან ორი – ზაუტაშვილი და ივანოვ-ჩიქოვანი გაათავისუფლეს, ოთხთან დაკავშირებით კი „სხვა სახის დისციპლინური სანქციები“ გამოიყენეს.
მაუწყებლის განცხადების თანახმად, ეს ოთხი ადამიანია:
- გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტი თამარ მშვენიერაძე;
- ამავე გადაცემის წამყვანი იოსებ კაციტაძე;
- პულტის რეჟისორი და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი, კახაბერ მელიქიძე;
- ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი, ირმა ჩუბინიძე.
კრიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, მათაც ემუქრებათ გათავისუფლება.
რადიო თავისუფლებამ ნახა დოკუმენტი, რომელიც იოსებ კაციტაძესთან დაკავშირებით შეადგინა გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
ჟურნალისტის გადაცდომად იგი მიიჩნევს „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებას“ და წერს, რომ „ამის შედეგად დამსაქმებელს რეპუტაციული ზიანი მიადგა“.
The post წამყვანების გათავისუფლების გარდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინური სანქციები 4 თანამშრომელს დააკისრა appeared first on .
What's Your Reaction?






