ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებული პრიზიორები გამოვლინდნენ

ნახეთ რომელმა სპორტსმენებმა დაიკავეს საპრიზო ადგილები

ივნ. 26, 2025 - 18:57
 0
ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებული პრიზიორები გამოვლინდნენ
ჩაქვში, ოლიმპიური პრიზიორის, ირაკლი თურმანიძის სახელობის დარბაზში U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს 17 რაიონის 100-მდე ძალოსანი ასპარეზობს, გამარჯვებულ პრიზიორები 60 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი ახალი წონითი კატეგორიების მიხედვით მიმდინარეობს. ფედერაციის მიერ დამტკიცებული სარეკორდო სტანდარტების შესაბამისად, დამყარდა ახალი რეკორდებიც.

გიორგი ქინქლაძემ ატაცში 8, აკვრასა და ორჭიდში კი 11-11 კილოგრანით გააუმჯიბესა საქართველოს სარეკორდო ზღვარი.

აი, როგორია შედეგები 60კგ კატეგორიაში:

ატაცი
1. გიორგი ქინქლაძე (გურჯაანი) 102
2. შოთა კაკაბაძე (ხონი) 100
3. ანდრია დარსაველიძე (თბილისი) 81

აკვრა
1. გიორგი ქინქლაძე (გურჯაანი) 124 კგ.
2. შოთა კაკაბაძე (ხონი) 117
3. ანდრია დარსაველიძე (თბილისი) 97

ორჭიდი
1. გიორგი ქინქლაძე (გურჯაანი) 226
2. შოთა კაკაბაძე (ხონი) 217
3. ანდრია დარსაველიძე (თბილისი) 178

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow