ძველი ნაცნობების წინააღმდეგ - სად უნდა უყუროთ მამარდას თამაშს ბილბაოსთან

ლივერპულის პრესეზონი საკმაოდ დატვირთულია და არნე სლოტის გუნდი მოახლოებული პრემიერ ლიგისთვის აქტიურად ემზადება

აგვ. 4, 2025 - 16:27
 0
ძველი ნაცნობების წინააღმდეგ - სად უნდა უყუროთ მამარდას თამაშს ბილბაოსთან
ლივერპულის პრესეზონი საკმაოდ დატვირთულია და არნე სლოტის გუნდი მოახლოებული პრემიერ ლიგისთვის აქტიურად ემზადება.

დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე, კლუბი რიგით მე-4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, მეტოქე კი ბილბაოს ატლეტიკი იქნება.

როგორც წერენ, ალისონ ბეკერის არყოფნაში კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რომელმაც პრაქტიკული გამოცდილება წინა სამივე შეხვედრაშიც მიიღო.

რაც შეეხება საყურებელ ტრანსლაციას, ის Setanta Sports-ის იუთუბ არხზე იქნება წარმოდგენილი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow