ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე - სულხან თამაზაშვილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს.  "ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა წარმატებები გისურვოთ ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. განათლება ქვეყნის განვითარებისა და სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობა ამის გარანტია. დარწმუნებული ვარ, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად. წელს აჭარიდან 4000-ზე მეტი აბიტურიენტი იღებს გამოცდებში მონაწილეობას. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ახალგაზრდების ხელშეწყობას და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას რეგიონში",- აღნიშნავს სულხან თამაზაშვილი.   

ივლ. 3, 2025 - 13:57
 0
ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე - სულხან თამაზაშვილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს. 

"ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა წარმატებები გისურვოთ ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.

განათლება ქვეყნის განვითარებისა და სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობა ამის გარანტია. დარწმუნებული ვარ, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

წელს აჭარიდან 4000-ზე მეტი აბიტურიენტი იღებს გამოცდებში მონაწილეობას. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ახალგაზრდების ხელშეწყობას და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას რეგიონში",- აღნიშნავს სულხან თამაზაშვილი. 

 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow