ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა – რას აჩვენებს განახლებული ინდექსი

2025 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.1%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ კვლევას ISET აქვეყნებს. ინდექსი აჩვენებს, რომ თვიურ ჭრილში, ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, ISET-ის კვლევის მიხედვით, ერთი ხაჭაპურის მომზადება აპრილში საშუალოდ 6.62 ლარი ჯდებოდა. ანგარიშის მიხედვით, წლიურად, ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობაზე: ყველი […]

მაი. 4, 2025 - 17:57
 0
ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა – რას აჩვენებს განახლებული ინდექსი

2025 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.1%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ კვლევას ISET აქვეყნებს.
ინდექსი აჩვენებს, რომ თვიურ ჭრილში, ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, ISET-ის კვლევის მიხედვით, ერთი ხაჭაპურის მომზადება აპრილში საშუალოდ 6.62 ლარი ჯდებოდა.
ანგარიშის მიხედვით, წლიურად, ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობაზე: ყველი (+15.3%), საფუარი (+15.2%), რძე (+4.2%), კვერცხი (+2.4%) და კარაქი (+2.1%).
„ფქვილი ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომლის ფასიც წინა წელთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა. ეს კლება ასახავს საერთაშორისო ხორბლის ბაზარზე არსებულ ტენდენციებს. ხორბლის ფასი 2024 წლის ბოლომდე სტაბილურად მცირდებოდა, 2025 წლის იანვარში მცირედით გაიზარდა, თებერვალში პიკს მიაღწია და მას შემდეგ კვლავ ეცემა. აღწერილი ცვალებადობის მიუხედავად, საერთო ტენდენცია მიუთითებს, რომ ხორბლის ფასი წელს მნიშვნელოვნად დაბალია, გასულ წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე გლობალური დინამიკა გავლენას მოახდენს საქართველოზე მომდევნო თვეების განმავლობაში, რადგან საერთაშორისო ფასების ცვლილებებს, როგორც წესი, გარკვეული დრო სჭირდება ადგილობრივ ბაზარზე გავლენის მოსახდენად.
რაც შეეხება თვის ჭრილს, ამავე ანგარიშის თანახმად, ხაჭაპურის ინდექსის კლება თვიურ ჭრილში ძირითადად განპირობებულია კარაქის (-9%), ყველის (-3.8%) და ფქვილის (-3.4%) ფასების შემცირებით. აღნიშნული ცვლილება ასახავს ტიპურ სეზონურ ტრენდს, რადგან ახალი რძის წარმოება გაზაფხულზე იწყებს ზრდას და პიკს ადრეულ ზაფხულში აღწევს. გარდა ამისა, 3 მარტს დიდი მარხვის დაწყებამ, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო ყველისა და სხვა რძის პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებას და შესაბამისად, მათი ფასების შემცირებას მარხვის პერიოდში,” – აღნიშნულია ISET-ის კვლევაში.
ინფორმაციისთვის, ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარული, იმერული, მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურის მირთმევისას, ფაქტობრივად, საქართველოს კულტურულ მემკვიდროებას ვაგემოვნებთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათია.
შეგახსენებთ, ხაჭაპურის ინდექსის მსგავსად, იტალიაში ითვლიან პიცის ინდექსს. პიცისა და ხაჭაპურის “ნათესაობაზე” BBC ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა.
ცნობისთვის, ხაჭაპურის და პიცის ინდექსები ბიგ მაკის ინდექსის ინსპირაციაა. ბიგ მაკის ინდექსი ვალუტის მსიყიდევლობითი უნარის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ ერთი პროდუქტი მონაწილეობს. ბიგ მაკის ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ვალუტებს შორის არსებული პირობითი დამოკიდებულებების განსაზღვრა. ბიგ მაკის ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე შეფარდების მონაცემს ადარებს ბიგ მაკის ფასს. ბიგ მაკი მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტიზებული პროდუქტია, ის 121 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორანში იყიდება. თუმცა არსებობს გამონაკლისიც – ინდოეთში რელიგიური მიზეზების გამო ბიგ მაკი არ იყიდება, ამიტომ ინდექსის გამოთვლისას იყენებენ ფრინველის ბურგერს მაჰარაჯა მაკს. The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს.
იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ქართულ ხაჭაპურზე, იკითხეთ კომერსანტი
https://commersant.ge/news/search?phrase=%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow