ხელვაჩაურში, კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, კვალის წაშლის მიზნით კი მანქანა მდინარეში გადააგდეს - დეტალები
აჭარის მედია ხელვაჩაურში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის შესახებ წერს.“ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ ღამის საათებში, ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან საკუთარი მანქანით მიმავალი კაცი ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე ჩაცხრილეს.“აჭარის მაუწყებელი“ კი დამატებით დეტალებს წერს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.ადგილობრივთა თქმით, გარდაცვლილი მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა. მათივე განმარტებით, გვიან ღამით სროლის ხმა გაიგონეს.მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადაგდეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს ნატყვიარებიც აღენიშნება.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.ფოტო: “აჭარის მაუწყებელი“

“ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ ღამის საათებში, ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან საკუთარი მანქანით მიმავალი კაცი ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე ჩაცხრილეს.
“აჭარის მაუწყებელი“ კი დამატებით დეტალებს წერს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივთა თქმით, გარდაცვლილი მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა. მათივე განმარტებით, გვიან ღამით სროლის ხმა გაიგონეს.
მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადაგდეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს ნატყვიარებიც აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
ფოტო: “აჭარის მაუწყებელი“
What's Your Reaction?






