“ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში, რა თვალებში” – ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ “იმედის” თანამშრომლებს

სააგენტო "პარალელი" “ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში, რა თვალებში” – ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ “იმედის” თანამშრომლებს ტვ “იმედზე”, კომპანიის თანამშრომლის, შაკო ნათენაძის მკვლელობის ფაქტზე “იმედის დილაში” გასულ სიუჟეტს, სადაც წამყვანმა გარდაცვლილთან დაკავშირებით აღნიშნა – “მან ვერ შეძლო, რომ დაეძლია ეს უდიდესი გამოწვევა“, მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი: “იმედის თანამშრომელი, ახალგაზრდა ბიჭი ცემისგან მოკლეს. “იმედმა” გამოაცხადა “გამოწვევებს ვერ გაუძლო“-ო. საკუთარ თანამშრომელზე ვერ თქვეს, რომ ნაცემი იყო. იმედზე ვინც […] “ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში, რა თვალებში” – ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ “იმედის” თანამშრომლებს პარალელი

მაი. 15, 2025 - 05:27
 0
“ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში, რა თვალებში” – ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ “იმედის” თანამშრომლებს

სააგენტო "პარალელი"
“ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში, რა თვალებში” – ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ “იმედის” თანამშრომლებს

ტვ “იმედზე”, კომპანიის თანამშრომლის, შაკო ნათენაძის მკვლელობის ფაქტზე “იმედის დილაში” გასულ სიუჟეტს, სადაც წამყვანმა გარდაცვლილთან დაკავშირებით აღნიშნა – “მან ვერ შეძლო, რომ დაეძლია ეს უდიდესი გამოწვევა“, მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:

იმედის თანამშრომელი, ახალგაზრდა ბიჭი ცემისგან მოკლეს.

“იმედმა” გამოაცხადა “გამოწვევებს ვერ გაუძლო“-ო.

საკუთარ თანამშრომელზე ვერ თქვეს, რომ ნაცემი იყო.

იმედზე ვინც მუშაობთ, ეგ ფული რად გიღირთ? რამდენი ხანი გეყოფათ?

ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში, რა თვალებში.

უმძიმესია თქვენი რეალობა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

“იმედის დილაზე” გასული სიუჟეტის კომენტარებში, მძიმე ემოციური შეფასებებით გამოეხმაურა, მაცაცო თოხაძე – მომღერალი, მუსიკალური რადიოწამყვანი:

ძალიან უსამართლო და ძალიან უსინდისო სიუჟეტია! ჯობდა, საერთოდ არ გაგეკეთებინათ განცხადება. ,,ვერ მოერია გამოწვევას“?

რა გამოწვევას ვერ მოერია, ჯანღონით სავსე ბავშვი იყო, ჩემს თვალწინ გაზრდილი.

ცემით მოკლეს უბნელებმა, რომლებმაც სასმელი ვერ მოინელეს და იმდენი ურტყეს თავში საწყალ ბიჭს, რომ ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. დღეს მთელი საღამო სამძიმარზე ვიჯექი. გამწარებული დედა პირდება თავის შვილს, რომ უმკაცრესად დასჯის მკვლელებს და სამართალი იზეიმებს!

არ გრცხვენიათ? აგიკრძალეს სიმართლის თქმა? ისედაც გამწარებულ ოჯახს როგორ აკადრეთ… ძალიან სამარცხვინოა!” – აღნიშნა მაცაცო თოხაძემ.

“ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში, რა თვალებში” – ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ “იმედის” თანამშრომლებს
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow