"ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ" - ქუთაისის "ტორპედოს" თავკაცი "ომონიამდე" იმედიანადაა
"ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ" - ტორპედოს თავკაცი ომონიამდე იმედიანადაა

"პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა და დავმარცხდით, თუმცა დაკარგული არაფერია. 1 კვირა გვქონდა დაშვებული შეცდომების ანალიზისთვის. ამაზე ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ.
მჯერა გუნდის და დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება. გვაქვს სავსე ტრიბუნების და შესანიშნავი ატმოსფეროს იმედიც.
გიორგი კოხრეიძე? მართალია, ბოლო მატჩებში ის ძირითად შემადგენლობაში არ იყო, თუმცა მისი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, დღეს ფიზიკურად უკეთესად გამოიყურება და არ გამოვრიცხავ ხვალინდელი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს."
- თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.
What's Your Reaction?






