დებიუტი "ნოტინგემ ფორესტთან" - ნოდარ ლომინაძე "ეშტორილში" ძირითადში იყო
დებიუტი "ნოტინგემ ფორესტთან" - ნოდარ ლომინაძე "ეშტორილში" ძირითადში იყო

23 წლის ლომინაძე სასტარტო თერთმეტეულში იყო და მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა. შესვენებაზე ორივე გუნდმა ძირეული ცვლილებები განახორციელა, რაც ხშირად ხდება მოსამზადებელი ეტაპის შეხვედრებში.
ლომინაძე დედაქალაქური "დინამო თბილისიდან“ პორტუგალიაში ახალგაზრდული ევროს დასრულების შემდეგ გადავიდა, სადაც მან საქართველოს ნაკრების მაისურით თავი კარგად წარმოაჩინა. "ეშტორილთან“ ქართველმა ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შემდეგი სპარინგი "ეშტორილს" 2 აგვისტოს "მილუოლის“ წინააღმდეგ ელის, ხოლო ლიგა პორტუგალის 2024/25 წლების სეზონის სტარტზე კლუბი 11 აგვისტოს "ესტრელას“ უმასპინძლებს.
What's Your Reaction?






