,, ხომ შეგრცხვებოდათ? ხომ ინერვიულებდით? თავზარი ხომ დაგეცემოდათ?” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ქართველმა მარგოტ ჰონეკერმა დღეს ბევრი ილაპარაკა მარიამ ლაშხის შვილებსა და მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უპირობოდ დასაგმობია ნებისმიერი პერფორმანსი, პროტესტი, დანამუსება, გამოხტომა, რომელიც ბავშვებს უქმნის საფრთხეს, ბავშვებს ავიწროვებს მშობლების უსაქციელობის, უსინდისობის გამო. უბრალოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შვილებს ყველაზე დიდ საფრთხეს თავად მშობლები უქმნიან. რა დაგემართებოდათ, თქვენს საყვარელ ადამიანს […] The post ,, ხომ შეგრცხვებოდათ? ხომ ინერვიულებდით? თავზარი ხომ დაგეცემოდათ?” – ლევან ლორთქიფანიძე appeared first on .

ივნ. 11, 2025 - 00:57
 0
,, ხომ შეგრცხვებოდათ? ხომ ინერვიულებდით? თავზარი ხომ დაგეცემოდათ?” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ქართველმა მარგოტ ჰონეკერმა დღეს ბევრი ილაპარაკა მარიამ ლაშხის შვილებსა და მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

უპირობოდ დასაგმობია ნებისმიერი პერფორმანსი, პროტესტი, დანამუსება, გამოხტომა, რომელიც ბავშვებს უქმნის საფრთხეს, ბავშვებს ავიწროვებს მშობლების უსაქციელობის, უსინდისობის გამო.

უბრალოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შვილებს ყველაზე დიდ საფრთხეს თავად მშობლები უქმნიან.

რა დაგემართებოდათ, თქვენს საყვარელ ადამიანს საპარლამენტო ტრიბუნიდან რომ განეცხადებინა:

“მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?! ნამდვილად მეუცნაურა! — არც ერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაიმე არაკორექტული იყო”.

ხომ შეგრცხვებოდათ? ხომ ინერვიულებდით? თავზარი ხომ დაგეცემოდათ?

ეს არ არის შვილების სამუდამოდ გაწირვა საკუთარი მშობლის პატიოსნებაზე ეჭვიანობისთვის?!

რა ჰქვია ამ განცხადებით გამოსვლას იმ ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში კისრის მალები დაამსხვრიეს, ქალი კორესპონდენტები თმით ათრიეს და ოპერატორები ათკაციან ბანდას მიუდგეს ფეხქვეშ გასათელად…

რა ჰქვია????
მომესმა, თუ მართლა ასე ითქვა????

საკუთარ თავს მაინც გაუფრთხილდით და უბასრესი დანით ნუ ანაკუწებთ საკუთარ სულსა თუ ახლობელთა ნერვებს!

სირცხვილია!“

,,მომესმა თუ…” – ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს

The post ,, ხომ შეგრცხვებოდათ? ხომ ინერვიულებდით? თავზარი ხომ დაგეცემოდათ?” – ლევან ლორთქიფანიძე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow