“ჯავშნები 69%-დან 30%-ზე ჩამოვიდა” – Radar ირან-ისრაელის კონფლიქტის გავლენაზე
კომპანია Radar-ის დამფუძნებლის, მაია მახათაძის განცხადებით ირან-ისრაელის კონფლიქტის ფონზე, 20 ივნისიდან თვის ბოლომდე, მისი სასტუმროს ჯავშნები 30%-ზეა ჩამოსული. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი მნიშვნელოვანი ტურისტული პარტნიორია, შეფერხება ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ასახვას პოვებს. „ისრაელთან ჩვენ არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი, შესაბამისად მათი მიღება სახმელეთო გზით შეუძლებელია. ოქტომბერში, როდესაც ისრაელ-ჰამასის […]


კომპანია Radar-ის დამფუძნებლის, მაია მახათაძის განცხადებით ირან-ისრაელის კონფლიქტის ფონზე, 20 ივნისიდან თვის ბოლომდე, მისი სასტუმროს ჯავშნები 30%-ზეა ჩამოსული. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი მნიშვნელოვანი ტურისტული პარტნიორია, შეფერხება ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ასახვას პოვებს.
„ისრაელთან ჩვენ არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი, შესაბამისად მათი მიღება სახმელეთო გზით შეუძლებელია. ოქტომბერში, როდესაც ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი მოხდა, დაპირისპირება სახმელეთო იყო, შესაბამისად, ისრაელიდან ტურისტული ნაკადები არ შემცირებულა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო გზა იყოს სუფთა და გამტარუნარიანი. არსებული კონფლიქტის ფონზე კი არც სახმელეთო და არც საჰაერო გზა არ გვრჩება, საიდანაც შეიძლება, რომ ისინი საქართველოში შემოვიდნენ.
ისრაელი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 9 თვე მოგზაურობს საქართველოში, ანუ სეზონურობით არ გამოირჩევა. თუმცა, ამჟამად ისრაელიდან მოგზაურობის მომლოდინე ადამიანების მხრიდან აბსოლუტური გაუქმება დაიწყო“, – თქვა მან.
მისი ინფორმაციით, ისრაელისა და ირანის კონფლიქტმა არა მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის ჩახსნა, არამედ რეგიონის ქვეყნების ჩახსნაც გამოიწვია. მისი თქმით, მაგალითად ირანის შემთხვევაში, მისი მომიჯნავე ქვეყნებიც აღარ აქტიურობენ ტურისტული თვალსაზრისით. გარდა ამისა, მახათაძის განმარტებით, ამ ომს გადამდები ტალღებიც აქვს, იგივე სომხეთისა და თურქეთის შემთხვევაში, საიდანაც ტურების გარკვეული ნაწილი გაუქმდა.
„ჩემი სასტუმროს მაგალითზე, თუ ჩვენ 1 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით მზარდი 69%-იანი დატვირთვა გვქონდა, 20 ივნისიდან თვის ბოლომდე ჯავშნები 30%-ზეა ჩამოსული. ამას რა თქმა უნდა, სხვა ტიპის ეკონომიკური გავლენები ექნება“, – აცხადებს მაია მახათაძე.
What's Your Reaction?






