„ჯვაროსნები“ თურქების წინააღმდეგ მაყურებლის თანდასწრებით ითამაშებენ 

უეფა-ს კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელეს. უეფა-ს გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი. საქართველოს ნაკრები უეფა-ს ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს. დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026-2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება. ⁠⁠სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფა-ს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს. შესაბამისად, 4 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის მაყურებელი დაესწრება. უეფა-ს გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს.

აპრ. 10, 2025 - 12:27
 0
„ჯვაროსნები“ თურქების წინააღმდეგ მაყურებლის თანდასწრებით ითამაშებენ 

უეფა-ს კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელეს. უეფა-ს გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი.

საქართველოს ნაკრები უეფა-ს ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს. დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026-2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება. ⁠⁠სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფა-ს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს. შესაბამისად, 4 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის მაყურებელი დაესწრება.

უეფა-ს გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow