"ალავესის ფეხბურთელმა ჩემთან საუბარში აღიარა, რომ.." - მამარდაშვილის განცხადება
ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა „ალავესთან“. ერთადერთი გოლი მატჩის მე-6 წუთზე გავიდა...

გარდამტეხი მომენტი მსაჯმა ვიდეოგამეორებით გადაამოწმა, თუმცა გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. თერთმეტმეტრიანი ჟორდანმა ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ ალავესს სამი ქულა მოუპოვა.
მატჩის შემდეგ მამარდაშვილმა მედიასთან ღიად გამოხატა გაკვირვება:
„მართლა ვერ ვხვდები, რატომ დაინიშნა პენალტი. მეტიც, ალავესის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თვითონ მითხრა, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა ყოფილიყო,“ — აღნიშნა ქართველმა მეკარემ.
საკამათო ეპიზოდმა სოციალურ მედიაში და ექსპერტებს შორის დიდი განხილვა გამოიწვია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ვიდეორეფერის სისტემის ირგვლივ არსებულ კითხვებზე.
What's Your Reaction?






