„ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს ღაზის ომის გამო ემუქრება

საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ იემენური დაჯგუფების ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მილიარდერ ილონ მასკს ღაზის ომის გამო ემუქრება. ვიდეომიმართვაში საად ბინ ატეფ ალ-ავლაკი მოუწოდებს ე.წ. მარტოხელა მგლებს, მოკლან ლიდერები ეგვიპტეში, იორდანიაში და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში ომის გამო, რომელმაც გაანადგურა ღაზა. ალ-ავლაკის გამოსვლის ვიდეოში ნაჩვენებია ტრამპისა და მასკის, ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეიმს დევიდ ვენსის, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის სურათები.  „არ არსებობს წითელი ხაზები იმის შემდეგ, რაც მოხდა და ხდება ჩვენი ხალხის მიმართ ღაზაში. საპასუხო მოქმედება ლეგიტიმურია“, – აცხადებს „ალ-ქაიდას“ იემენური ფრთის ლიდერი. ალ-ავლაკის მოკვლისთვის აშშ-ის ექვსი მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული.

ივნ. 8, 2025 - 15:27
 0
„ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს ღაზის ომის გამო ემუქრება

საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ იემენური დაჯგუფების ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მილიარდერ ილონ მასკს ღაზის ომის გამო ემუქრება.

ვიდეომიმართვაში საად ბინ ატეფ ალ-ავლაკი მოუწოდებს ე.წ. მარტოხელა მგლებს, მოკლან ლიდერები ეგვიპტეში, იორდანიაში და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში ომის გამო, რომელმაც გაანადგურა ღაზა.

ალ-ავლაკის გამოსვლის ვიდეოში ნაჩვენებია ტრამპისა და მასკის, ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეიმს დევიდ ვენსის, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის სურათები. 

„არ არსებობს წითელი ხაზები იმის შემდეგ, რაც მოხდა და ხდება ჩვენი ხალხის მიმართ ღაზაში. საპასუხო მოქმედება ლეგიტიმურია“, – აცხადებს „ალ-ქაიდას“ იემენური ფრთის ლიდერი.

ალ-ავლაკის მოკვლისთვის აშშ-ის ექვსი მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow