"ამას ისინი სპეციალურად აკეთებენ" - მახაჩევი ილია თოფურიას სათავეში ყოფნის მიზეზს ხსნის

"ამას ისინი სპეციალურად აკეთებენ" - მახაჩევი ილია თოფურიას სათავეში ყოფნას აფასებს

ივლ. 27, 2025 - 19:57
 0
"ამას ისინი სპეციალურად აკეთებენ" - მახაჩევი ილია თოფურიას სათავეში ყოფნის მიზეზს ხსნის
როგორც კარგად მოგეხსენებათ, ბოლო განახლების შემდეგ UFC-ის P4P (Pound for Pound) რეიტინგში ლიდერი შეიცვალა — პირველ ადგილზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ილია თოფურია აღმოჩნდა. მან ამ პოზიციაზე ისლამ მახაჩევი ჩაანაცვლა, რომელიც მეორე ადგილზე დაქვეითდა.

რეიტინგში ცვლილებამ მახაჩევისა და თოფურიას სავარაუდო მომავალი დაპირისპირების გარშემო მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა. აღნიშნულ ცვლილებას უკვე თავად ისლამ მახაჩევიც გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა:

"ილია P4P რეიტინგის სათავეში? ეს მარკეტინგია — ისინი სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ ბრძოლა გაყიდონ და ხალხს უკვე აინტერესებს. ჩვენ რეიტინგში პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ.“

ამ კომენტარით მახაჩევმა მიანიშნა, რომ თოფურიას პირველი პოზიცია მხოლოდ კომერციული გათვლებით აიხსნება და არა სპორტული საფუძვლით. მიუხედავად ამისა, ორივე მებრძოლი ამ დროისთვის დაუმარცხებელია და გულშემატკივართა ნაწილი უკვე რეალური დაპირისპირების მოლოდინშია — პოტენციური ბრძოლა არამარტო ქამრების, არამედ pound-for-pound სტატუსის გარშემოც გადაწყვეტს, ვის ეკუთვნის UFC-ის მწვერვალზე ყოფნა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow