“ამ ნაბიჯით ქოცებმა ათიათასობით ხმა დაკარგეს” – ბადრი გრიგალაშვილი

პოლიტიკოსი, ბადრი გრიგალაშვილი: საქართველოში დაახლოებით 50000 ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი გვყვავს, კლუბური ნარკოტიკის და მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობა უცნობია, თუმცა როგორც ნარკოლოგები ვარაუდობენ დაახლოებით 200000-მდე ადის ეს რიცხვი – ჩემი აზრით უფრო მეტიცაა. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ნარკოპოლიტიკის თემა სენსიტიურია და მასზე საუბარი არ უნდა იყოს პრიორიტეტული, თუმცა რომ გვესმოდეს ქოცები ასიათასობით ადამიანს ცხოვრებას შეეხნენ. და თან […] The post “ამ ნაბიჯით ქოცებმა ათიათასობით ხმა დაკარგეს” – ბადრი გრიგალაშვილი appeared first on .

ივლ. 11, 2025 - 15:27
 0
“ამ ნაბიჯით ქოცებმა ათიათასობით ხმა დაკარგეს” – ბადრი გრიგალაშვილი

პოლიტიკოსი, ბადრი გრიგალაშვილი:

საქართველოში დაახლოებით 50000 ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი გვყვავს,
კლუბური ნარკოტიკის და მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობა უცნობია, თუმცა როგორც ნარკოლოგები ვარაუდობენ დაახლოებით 200000-მდე ადის ეს რიცხვი – ჩემი აზრით უფრო მეტიცაა.
შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ნარკოპოლიტიკის თემა სენსიტიურია და მასზე საუბარი არ უნდა იყოს პრიორიტეტული, თუმცა რომ გვესმოდეს ქოცები ასიათასობით ადამიანს ცხოვრებას შეეხნენ. და თან ძალიან ცუდად.
ამ ნაბიჯით ქოცებმა, მაღალი ალბათობით, ათიათასობით ხმა დაკარგეს.
მე არ მაქვს კვლევები, მაგრამ ამის ინდიკატორი შეიძლება იყოს მათდამი სოც.ქსელებში ხალხის რეაქციები(90% ქოცების გინებაა კომენტარებაში) და აქამდე ლოიალისტურად განწყობილი “ელიტა” – ზაზა ნოზაძის და გიორგი ვარდოსანიძისნაირი ხალხი, რომლებიც ფაქიზად, მაგრამ მთავრობას აკრიტიკებენ და უკან დახევისკენ მოუწოდებენ.
კი, არასწორი ხალხია არცერთ პოლიტპატიმარზე ხმა რომ არ ამოუღიათ და როცა მათ შეეხოთ სისტემა ახლა დაიწყეს ლაპარაკი, თუმცა რაცაა ეს, ამ მოცემულობიდან უნდა ამოვიდეთ და დისკუსიები გავხსნათ ყველა მიმრთულებით.
ვიღაცას პოლიტპატიმრები ეტკინება, ვიღაცას ნარკოპოლიტიკა, მაგრამ ორივეზე საუბარი მნიშვნელოვანია.
თუმცა, მთავარი პრობლემა პრობლემად რჩება. ქოცებს უბრაზდება ხალხი, მაგრამ აქეთ არ ხვდებათ ალტერნატივა.
თითქმის არცერთი პარტია არ ლაპარაკობს დეტალურად როგორ უნდა გადაიჭრას ნარკოპოლიტიკის პრობლემა. უბრალოდ, “ბარიგების რეჟიმი უნდა დაემხოს” და “მოფსმა ცუდია” არაა სათქმელი.
არცერთი ოპოიციური მედია არ ხსნის ფართო დისკუსიას და დებატებს ამ თემაზე.
აუცილებელია იქით მხარეს დაინახონ, რომ აქ არსებობს ალტერნატიული ხედვები. იქნებ რომელიმე მოეწონოთ. იქნებ გაეზარდოთ ჩვენი მოსმენის მოტივაცია.
ამიტომაც, ალტერნატივის არარსებობის პირობებში, მალე ზაზა ნოზაძეები დაიწყებენ ფიქრს სისტემასთან დალაგებაზე და აქედან მხარდაჭერის გაზრდის მორიგი შანსი განიავდება.

The post “ამ ნაბიჯით ქოცებმა ათიათასობით ხმა დაკარგეს” – ბადრი გრიგალაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow