ანრი ფუტკარაძე 20-წლამდე ევროპის ჩემპიონი გახდა!
ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავის შესანიშნავი შედეგი ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატზე

ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ფუტკარაძემ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვი 3-1 დაამარცხა და კარიერაში მეორედ დაეუფლა კონტინენტური პირველობის ოქროს!
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ანრიმ იდენტური ანგარიშით სწორედ ამ სპორტსმენს აჯობა ფინალში და მაშინაც კონტინენტურ პირველობას იტალიამ უმასპინძლა!
What's Your Reaction?






