“არავინ დაშავებულა, ჩამოიშალა ყალიბის ნაწილი” – რა მოხდა იპოდრომის მიმდებარედ, სპორტკომპლექსის მშენებლობაზე? (bm.ge)
საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩაზე, სადაც სპორტკომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, ინციდენტი მოხდა. როგორც სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის დირექტორმა განაცხადა, ბეტონის ჩასხმის დროს, დგარი დაზიანდა, რამაც ყალიბის ნაწილის და დასხმული ფილის ჩამოშლა განაპირობა. შპს „თიზი ჯგუფის“ დირექტორი, არჩილ ზაკუტაშვილი ასევე ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. “არავინ დაშავებულა. სამშენებლო ობიექტზე ბეტონის ჩასხმის დროს მოხდა დგარის დაზიანება, რამაც გამოიწვია ყალიბის […]


საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩაზე, სადაც სპორტკომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, ინციდენტი მოხდა.
როგორც სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის დირექტორმა განაცხადა, ბეტონის ჩასხმის დროს, დგარი დაზიანდა, რამაც ყალიბის ნაწილის და დასხმული ფილის ჩამოშლა განაპირობა. შპს „თიზი ჯგუფის“ დირექტორი, არჩილ ზაკუტაშვილი ასევე ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“არავინ დაშავებულა. სამშენებლო ობიექტზე ბეტონის ჩასხმის დროს მოხდა დგარის დაზიანება, რამაც გამოიწვია ყალიბის ნაწილისა და დასხმული ფილის ჩამოშლა. ამჟამად გასუფთავების და გამოსწორების სამუშაოებს ვაწარმოებთ. შეფერხება დიდი ხანი არ იქნება, ალბათ ორ დღეში გასუფთავდება და ეს მაქსიმუმ 4-5 დღეში გამოსწორდება”,- ამბობს კომპანიის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სპორტკომპლექსის პროექტს შპს “კორტები” ახორციელებს და სწორედ მათი დაკვეთით ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს, კერძოდ რკინა-ბეტონის კონსტრუქციების აწყობას შპს „თიზი ჯგუფი”.
შეგახსენებთ, შპს “კორტებმა” იპოდრომის მიმდებარედ ე.წ კორტების ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე აუქციონში 2021 წელს გაიმარჯვა. საინვესტიციო შეთანხმებით ადგილზე სამუშაოები 2 წლის ვადაში 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც შპს “კორტების” წარმომადგენელი აცხადებდა, პროექტირების ეტაპის გაჭიანურება პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მოხდა, რასაც თან პანდემიაც დაერთო, ამიტომ ადგილზე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა 2025 წელს დასრულდებოდა.
წყარო: bm.ge
What's Your Reaction?






