არსენალიდან ფლამენგოში? - ჟორჟინიომ შესაძლოა კარიერა ბრაზილიაში გააგრძელოს

ლონდონის „არსენალის“ იტალიელი ნახევარმცველი, ჟორჟინიო, სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სავარაუდოდ კლუბს დატოვებს...

აპრ. 23, 2025 - 14:57
 0
არსენალიდან ფლამენგოში? - ჟორჟინიომ შესაძლოა კარიერა ბრაზილიაში გააგრძელოს
ლონდონის „არსენალის“ იტალიელი ნახევარმცველი, ჟორჟინიო, სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სავარაუდოდ კლუბს დატოვებს.

ფეხბურთელის კონტრაქტი იწურება და მის გაგრძელებას მხარეები ჯერჯერობით არ გეგმავენ.

ბრაზილიური გრანდი „ფლამენგო“ უკვე აქტიურად მოქმედებს — კლუბმა ჟორჟინიოს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, რაც ითვალისწინებს ტრანსფერს თავისუფალი აგენტის სტატუსით. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის ურთიერთგაგებისკენ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

რაც შეეხება საუდის არაბეთის კლუბ „ნეომთან“ დაკავშირებულ ხმებს — ამ ეტაპზე რაიმე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და ზუსტი კონტაქტი არ დადასტურებულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow