აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი – მოვიპოვეთ სანდო მტკიცებულებები, რომ ირანის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი განადგურდა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოიპოვა სანდო მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბოლო დროს განხორციელებული დარტყმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, – ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა განაცხადა. „ეს მოიცავს ისტორიულად სანდო წყაროდან/მეთოდით მიღებულ ახალ სადაზვერვო ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ირანის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი განადგურდა და მის აღდგენას წლები დასჭირდება“, – განაცხადა რეტკლიფმა. ამასთან, ეროვნული […]

ივნ. 26, 2025 - 08:57
 0
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი – მოვიპოვეთ სანდო მტკიცებულებები, რომ ირანის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი განადგურდა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოიპოვა სანდო მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბოლო დროს განხორციელებული დარტყმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, – ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა განაცხადა.
„ეს მოიცავს ისტორიულად სანდო წყაროდან/მეთოდით მიღებულ ახალ სადაზვერვო ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ირანის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი განადგურდა და მის აღდგენას წლები დასჭირდება“, – განაცხადა რეტკლიფმა.
ამასთან, ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, დაზვერვის ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები დარტყმების შედეგად განადგურდა.
„დაზვერვის ახალი მონაცემები ადასტურებს იმას, რაც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა: ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია. თუ ირანელები აღდგენას გადაწყვეტენ, მათ სამივე ობიექტის (ნატანცი, ფორდოუ, ესფაჰანი) სრულად აღდგენა მოუწევთ, რასაც, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება“, – დაწერა გაბარდმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow