„ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი. ითხოვდნენ, დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყო სროლა გაზეთის თანამშრომლების მისამართით“ – ვახო ხუზმიაშვილი

ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა წულუკიანის კომისიაზე ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა: „გენერალურ პროკურატურაში ტარდება ბრიფინგი მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ „ომეგას“ ოფისებში და მათ შორის, ტელეკომპანია იბერიაში აღმოჩენილია სიგარეტის აქციზური მარკების საბეჭდი კლიშეები. თუმცა, კონკრეტული ვიდეო მასალა არავის არაფერი არ წარმოუდგენია. ჩხრეკის საფუძველი გახდა ამ კომპანიებში მაშინდელი მთაწმინდის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის, […] The post „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი. ითხოვდნენ, დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყო სროლა გაზეთის თანამშრომლების მისამართით“ – ვახო ხუზმიაშვილი appeared first on .

მაი. 20, 2025 - 14:57
 0
„ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი. ითხოვდნენ, დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყო სროლა გაზეთის თანამშრომლების მისამართით“ – ვახო ხუზმიაშვილი

ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა წულუკიანის კომისიაზე ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა:

„გენერალურ პროკურატურაში ტარდება ბრიფინგი მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ „ომეგას“ ოფისებში და მათ შორის, ტელეკომპანია იბერიაში აღმოჩენილია სიგარეტის აქციზური მარკების საბეჭდი კლიშეები. თუმცა, კონკრეტული ვიდეო მასალა არავის არაფერი არ წარმოუდგენია. ჩხრეკის საფუძველი გახდა ამ კომპანიებში მაშინდელი მთაწმინდის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა სონღულაშვილის, გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი „ომეგას“ ყველა ოფისში, თუმცა ტელეკომპანია „იბერია“ ჩუბინაშვილის 41 ნომერი აი ამ ჩხრეკაშია არსად არ იყო მითითებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფორმალური სახეც არ დაიცვეს და ისე შემოვარდნენ ტელეკომპანია „იბერიაში“. იქ პრაქტიკულად ისეთი სიტუაცია იყო, რომ ქვეყანაში ოპოზიცია დარჩენილი არ იყო. შევარდნაძის ხელისუფლება წავიდა, რამდენიმე ოპოზიციის წარმომადგენელი იყო მხარდაჭერასაც ვერ ვიღებდით. ოპოზიცია არ იყო ქვეყანაში, რევოლუციურ ეიფორიაში იყო საზოგადოება მაშინ და სულ რამდენიმე ადამიანი იყო მოსული. რამდენიმე საათში „იბერიას“ შენობიდან გავიდა სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა „ომეგას“ ყველა ოფისში შეიყვანეს შინაგანის ჯარები“-განაცხადა ხუზმიაშვილმა.

,,…10 დღეში გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“ სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი და ითხოვდნენ, რომ ეს დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყოს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი. გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლების მისამართით, ერთ-ერთი ტყვია წინ გადიოდა გაზის მილი იმას მოხვდა. იქ რომ ადამიანი მდგარიყო თავისუფლად შეიძლებოდა ეს ტყვია მოხვედროდა“ – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

The post „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი. ითხოვდნენ, დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყო სროლა გაზეთის თანამშრომლების მისამართით“ – ვახო ხუზმიაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow