"ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.." - დავითაშვილმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
ფრანგული კლუბის, „სენტ ეტიენის“ ქართველი ლეგიონერი ზურიკო დავითაშვილი იმ კლუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელიც უმაღლეს...

„რაც შეეხება ჩემს მომავალს – ჯერ გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. ამ დროს ყველა ფიქრი „სენტ ეტიენზეა“ მიმართული. მინდა, გუნდის დასახმარებლად მაქსიმუმი გავაკეთო. სხვა თემებზე ფიქრის დრო შემდეგ იქნება,“ — აღნიშნა დავითაშვილმა.
ლიგა 1-ის სეზონის დასრულებამდე ორი ტური რჩება და "სენტ ეტიენი" საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება — გუნდი მხოლოდ 27 ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა და უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნის საფრთხის წინაშე დგას.
What's Your Reaction?






