"ვინც ხვიჩაზე ამას ამბობთ, გრცხვენოდეთ" - იტალიელი ჟურნალისტი
იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და ფეხბურთელის...

„ხვიჩამ ნეაპოლი მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ თავი მოტყუებულად იგრძნო. ეს სრულიად გასაგებია. მან გადაწყვიტა, კარიერა იქ გაეგრძელებინა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის რეალური შანსი ექნებოდა — და ამ გზამ „პარი სენ-ჟერმენამდე“ მიიყვანა. გულდასაწყვეტია, რომ დღესაც ვკითხულობ შეურაცხმყოფელ კომენტარებს მის მიმართ. ასეთ ადამიანებს რცხვენოდეთ“, — განაცხადა აურიემამ.
ჟურნალისტის აზრით, სკუდეტოს მოგებისთანავე „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გაუმჯობესება და ხელფასის მინიმუმ 200 000 ევროთი გაზრდა უნდა მოეხერხებინა.
What's Your Reaction?






