ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული - რამდენად მძიმე იქნება ენრიკეს სასჯელი
ლონდონის ჩელსისა და პარიზის ფინალის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკესა და ჟოაო პედროს დაპირისპირებას ყველა ნახავდით, სადაც დაზარალებული საბოლოოდ ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოდგა

აღნიშნულის შესახებ გამოცემები დილიდან აქტიურად წერენ და ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ ლუის ენრიკეს რამდენიმემატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემენ.
ესპანური გამოცემების, Marca-ს და Mundo Deportivo-ს თქმით, პარიზის მწვრთნელს განსაკუთრებული დანაშაული არ ჩაუდენია და მხოლოდ ფინანსური ჯარიმის გადახდა მოუწევს.
სინამდვილეში ყველაფერი მატჩის მთავარ არბიტრ ალირეზა ფაღანიზე იქნება დამოკიდებული და სასჯელიც მის მიერ შედგენილ ოქმს მოერგება.
What's Your Reaction?






