ბრაზილიის ნაკრებს კონკურენტი გამოუჩნდა - კიდევ ვის სურს ანჩელოტის წაყვანა

კარლო ანჩელოტის წაყვანა მხოლოდ ბრაზილიის ნაკრებს არ უნდა

მაი. 3, 2025 - 23:57
 0
ბრაზილიის ნაკრებს კონკურენტი გამოუჩნდა - კიდევ ვის სურს ანჩელოტის წაყვანა
99%-ით უკვე დადასტურებულია, რომ კარლო ანჩელოტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, მის ადგილას კი ჩაბი ალონსოს ელიან.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანჩელოტი პაუზას არ აიღებს და პირდაპირ ბრაზილიის ნაკრებში წავა სამუშაოდ, რომელსაც 2026 წლის მუნდიალზე გუნდის წარდგენა სწორედ კარლოსთან ერთად სურს.

თავის მხრივ, საქმეში საუდის არაბეთი და მისი ფინანსურად ძლიერი კლუბებიც ჩაერთვნენ, თუმცა იტალიელს საუდიში წასვლა არ სურს, რის შესახებაც Diario AS-მა დაწერა.

ყველაფერი ისე მიდის, რომ ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში სამუშაოდ ივნისისთვის უკვე მზად იქნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow