"გოლებში ვინ გამასწრებს არ ვიცი, თუმცა ქვეყნის მოტივაციაც ესაა" - შოთა არველაძე რეკორდზე

შოთა არველაძე თავისი რეკორდის გაუმჯობესებაზე საუბრობს

აპრ. 25, 2025 - 23:57
 0
"გოლებში ვინ გამასწრებს არ ვიცი, თუმცა ქვეყნის მოტივაციაც ესაა" - შოთა არველაძე რეკორდზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი, შოთა არველაძე თავისი რეკორდის სამომავლოდ მოხსნისა და გაუმჯობესებაზე პირველ არხთან ასეთ კომენტარს აკეთებს:

არ ვიცი, ვინ გადამასწრებს ბომბარდირებში, მიქაუტაძე (20 გოლი) თუ კვარაცხელია (18), გოლის გატანა ორივეს ძალიან კარგად გამოსდის.

მათთვის ჩემი გადასწრება კარგი მოტივაციაა. რამდენი წელი უნდა იყოს ეს რეკორდი? მთელი ქვეყნის მოტივაციაც ესაა, რომ მჯობნის მჯობნი არ დაილიოს და ახალი რეკორდსმენები გვყავდეს.

- თქვა შოთამ.

შეგახსენებთ, რომ არველაძეს ეროვნულ გუნდში 26 გოლი აქვს გატანილი, მისი რეკორდის გაუმჯობესება კი მართლაც დროის საკითხია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow