დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილია - მუსიალას მოტეხილობა დაუდგინდა
მიუნხენის „ბაიერნის“ ერთ-ერთ წამყვან ნახევარმცველს, ჯამალ მუსიალას, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა. Bild-ის ცნობით...

მუსიალამ დაზიანება პსჟ-ს წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო, როდესაც ჯანლუიჯი დონარუმასთან შეჯახების შედეგად მოედანი ნაადრევად დატოვა და მალევე კლინიკაში გადაიყვანეს. პირველადი პროგნოზებით, ახალგაზრდა ტალანტი შესაძლოა მხოლოდ წლის ბოლოს დაბრუნდეს, ხოლო უარესი სცენარის შემთხვევაში, მოედანს 2026 წლამდე ვერ დაუბრუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მუსიალას „ბაიერნის“ 10-ნომრიანი მაისურით თამაში უნდა დაეწყო, ტრავმამ მის გეგმებზე სერიოზული გავლენა იქონია და გუნდი მნიშვნელოვან ფიგურას დროებით დაკარგავს.
What's Your Reaction?






