დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და იაპონიამ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიას, რომელიც 15%-იან ტარიფს ითვალისწინებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და იაპონიამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც შეამცირებს მაღალ ტარიფებს, რომელთა დაწესებითაც ტრამპი აზიელი მოკავშირის საქონელზე იმუქრებოდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს იაპონიისთვის აშშ-ში 550 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებისა და ამერიკული საქონლისთვის ბაზრების გახსნის ვალდებულებებს. Reuters-ი წერს, რომ შეთანხმება, რომელიც მოიცავს 15%-იან ტარიფს ყველა იმპორტირებულ იაპონურ საქონელზე, […]


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და იაპონიამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც შეამცირებს მაღალ ტარიფებს, რომელთა დაწესებითაც ტრამპი აზიელი მოკავშირის საქონელზე იმუქრებოდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს იაპონიისთვის აშშ-ში 550 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებისა და ამერიკული საქონლისთვის ბაზრების გახსნის ვალდებულებებს.
Reuters-ი წერს, რომ შეთანხმება, რომელიც მოიცავს 15%-იან ტარიფს ყველა იმპორტირებულ იაპონურ საქონელზე, შეთავაზებული 25%-ის ნაცვლად, ყველაზე მნიშვნელოვანია იმ სავაჭრო შეთანხმებების სერიაში, რომლებსაც თეთრმა სახლმა 1-ელ აგვისტოსმდე, მაღალი გადასახადების ამოქმედების ბოლო ვადამდე, მიაღწია.
What's Your Reaction?






