ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

წილისყრის შედეგად ჩვენი გუნდი E ჯგუფში შვედეთთან, ხორვატიასთან და ნიდერლანდებთან ერთად მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 15 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
წილისყრის სრული შედეგები:
A ჯგუფი: გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, სერბეთი;
B ჯგუფი: დანია, პორტუგალია, ჩრდ. მაკედონია, რუმინეთი;
C ჯგუფი: საფრანგეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, უკრაინა;
D ჯგუფი: სლოვენია, ფარერი კუნძულები, მონტენეგრო, შვეიცარია;
E ჯგუფი: შვედეთი, ხორვატია, ნიდერლანდები, საქართველო;
F ჯგუფი: უნგრეთი, ისლანდია, პოლონეთი, იტალია.
geohandball
What's Your Reaction?






