სანიოლის რჩეულები ეროვნულ ლიგაში - ვის გამოძახებას გეგმავს ფრანგი სპეციალისტი ნაკრებში?

სანიოლის რჩეულები ეროვნულ ლიგაში - ვის გამოძახებას გეგმავს ფრანგი სპეციალისტი ნაკრებში?

მაი. 16, 2025 - 04:57
 0
სანიოლის რჩეულები ეროვნულ ლიგაში - ვის გამოძახებას გეგმავს ფრანგი სპეციალისტი ნაკრებში?
როგორც მოგეხსენებათ, 5 და 8 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს — ჯერ ფარერების ნაკრებს დაუპირისპირდება, შემდეგ კი კაბო-ვერდეს.

LaGazzetta-ს ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი მოცემუილი მატჩებისთვის განიხილავს ჯემალ ჯინჯოლავასა და იური ტაბატაძის გამოძახებას, რომლებიც მიმდინარე სეზონში "იბერიას" რიგებში წარმატებით ასპარეზობენ. ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "იბერია" ჯერაც დაუმარცხებელია.

ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრებში ნაკრებს რამდენიმე ლიდერი ვერ დაეხმარება, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე.

მოსალოდნელია, რომ სანიოლი აქცენტს იმ ფეხბურთელებზე გააკეთებს, ვინც აქამდე ნაკრებში ნაკლებად ჩანს ან საერთოდ არ აქვს შანსი მიღებული.

ჯინჯოლავა მარცხენა მცველის პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, ხოლო ტაბატაძე 7 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საბოლოო განაცხადი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და სავარაუდოა, რომ იქ ბევრ ახალ სახესაც ვიხილავთ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow