ეს დღეც დადგა - ტოტენჰემმა ევროპა ლიგის ტიტული მოიგო!
ანგე პოსტეკოგლუმ ტოტენჰემს ნანატრი ტიტული მოუტანა

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის უმეტესი დროის განმავლობაში რუბენ ამორიმის გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, გამარჯვების მოპოვება ტოტენჰემმა მოახერხა, - 1:0.
მატჩის ერთადერთი გოლი ბრენან ჯონსონმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა, მას შემდეგ კი იუნაიტედის შეტევებს გოლი აღარ მოჰყოლია.
აღსანიშნავია, რომ დეზებმა ევროპის ლიგა (ძველი ვერსიით უეფას თასი) ისტორიაში უკვე მესამედ მოიგეს, ამ მიღწევით კი კლუბი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
What's Your Reaction?






