
“ეს პოსტი რუსთაველზე მყოფი ხალხისთვის არაა,
ეს უფრო მათთვისაა, რუსთაველზე მყოფები რადიკალები რომ ჰგონიათ.
ეს ეთოა.
ასაკი არ ვიცი,
მარტო ის ვიცი, რომ ძალიან,
ძალიან ახალგაზრდაა
და ყოველ დღე,
საზმაუდან რომ მივდივართ რუსთაველისკენ,
გზად გვხვდება,
პოლიციის მანქანებს შორის დგას ტელეფონის ფარანს ანათებს და გვიღიმის ♡
ასე გვეგებება ♡♡
არ ვიცი ამ გოგომ ეს სიჯიუტე სად იპოვა,
ყოველ დღე,
უწყვეტად დგას
ორ პოლიციის მანქანას შორის და ეგებება ყველა მომსვლელს.
ამასწინათ ერთი მოვიდაო,
მომიკითხაო,
მითხრა,
ჩემმა ნათესავმა პოლიციელმა მითხრა შენს შესახებო,
რომ არის ერთი გოგოო და მისი შეუპოვრობით, გაოგნებულები ვართო,
მან მომიყვა შენს შესახებ და ახლა შენს გასაცნობად მოვედიო ♡
პოლიციელები ამბებს რომ ყვებიან ამ გოგოზე ♡
9 აპრილის ღამეს, გათენება მინდოდა პოლიტპატიმრების მშობლებთან ერთადო,
მერე ვიფიქრე, რომ ვერ შევძლებდი ამდენ ხანს დგომას,
ვიფიქრე, გავალ,
დავდგები ცოტა ხანს,
მერე სახლში გავალ და გათენებისას დავბრუნდებიო.
ამ ფიქრებით გავედი რუსთაველზე,
მაგრამ რომ დავინახე პატიმრების მშობლები როგორ ემზადებოდნენ ღამის სათევად,
ვეღარ წავედი სახლში და დავრჩიო.
9 აპრილის ღამეს, პოლიცია რომ შეიცვალა და მერე კიდევ შეიცვალა,
შუაღამეს ძველი ცვლა რომ მოვიდა,
ერთი კაცი მოვიდა და მეკითხება,
შენც ახლა დაბრუნდიო?
ვუთხარი არც წავსულვარ მეთქი.
გაოგნდა.
ის ღამე იქ ვიდექი,
არ ვიცი რამ შემაძლებინა,
რაღაც დროს,
ხალხი მოვიდა და ტარხუნა, ყველი და პური მომიტანა,
მერე ერთი პოლიციელი მოვიდა და მეუბნება,
აიო ჩვენ ღამეს რომ ვათენებთ,
ორმაგს გვიხდიან და შენც ალბათ ღამის თევაში რამდენს გიხდიანო ჰო?
მე გამეცინა,
მეთქი კი, აი ტარხუნა, ცოტა ყველი და პური და ასე იოლად გამოდიან მეთქი.
მერე მივხვდი, რომ სერიოზულად მეკითხებოდა,
8 თუ 9 საათი, ერთ ადგილას ვიდექი,
მთელი შეგრძნებით, ჩემს ქვეყანას ვიცავდი და რამდენს გიხდიანო.
მერე ვფიქრობდი, რა უნდა გადაუხადონ მეთქი სხვებს, ამდენი ხანი რომ ასე იდგნენ?
დავიჯერო ამხელა ნებისყოფის ფასად, რამე ღირს?!
ამასობაში კიდევ ერთი ცვლა მოვიდა,
გამთენიისას,
ის კაცი, დიდად დამთმობი არაა ხოლმე,
ხშირად უხეშიცაა და ცუდადაც ექცევა მოქალაქეებს.
მოვიდა და მეკითხება,
როდის მოხვედიო.
მეთქი არც წავსულვარ,
ამასობაში 26 საათი იყო გასული რაც იმ ადგილას ვიდექი.
ორივე ხელები ასწია,
თვალები გაუფართოვდა და ასე წავიდა,
ვერაფერი ვეღარ თქვა.
არ ვიცი როგორ შევძელი 26 საათი ერთ ადგილას დგომა,
ალბათ პატიმრების მშობლების იქ ყოფნამ და ქვეყნის სიყვარულმა შემაძლებინა.
___
ჰო, ეს ამბავი, ეთომ მომიყვა გუშინ,
სახლში რომ ვბრუნდებოდით,
მეტროში შემთხვევით შევხვდით პირველად
და მოვიკითხე,
მეთქი გიცნობ შორიდან და მადლობა ♡
მინდოდა თქვენც გცოდნოდათ ♡♡♡
ფოტო დათო სიმონიას ფბდან ავიღე,
ყველაზე კარგად წარმოაჩენს ეთოს შინაგან სიმტკიცეს, ქვეყნის სიყვარულსა და სიჯიუტეს ♡ ” – წერს ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.