ვისი გვარები დასახელდა “წულუკიანის კომისიაზე” და დაიბარებენ, თუ არა, ზურაბიშვილს?

დღეს წულუკიანის სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილმა “ლელო -ძლიერი საქართველოს” ლიდერების, სალომე სამადაშვილის და ანა ნაცვლიშვილის გვარებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილიც დაასახელა და ამტკიცებდა, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. მან კიდევ არაერთი გვარი დაასახელა. ყველას კარგად გახსოვთ, განსაკუთრებით ნაცვლიშვილი, სამადაშვილი ხშირად საუბრობდნენ, რომ საქართველო არის მაჩანჩალა. მე მახსოვს ნაცვლიშვილის ერთი გამოსვლა, სადაც ვეღარ დავთვალე, რამდენჯერ იხმარა შავი ხვრელი. […] The post ვისი გვარები დასახელდა “წულუკიანის კომისიაზე” და დაიბარებენ, თუ არა, ზურაბიშვილს? appeared first on .

ივნ. 25, 2025 - 14:57
 0
ვისი გვარები დასახელდა “წულუკიანის კომისიაზე” და დაიბარებენ, თუ არა, ზურაბიშვილს?

დღეს წულუკიანის სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილმა “ლელო -ძლიერი საქართველოს” ლიდერების, სალომე სამადაშვილის და ანა ნაცვლიშვილის გვარებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილიც დაასახელა და ამტკიცებდა, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

მან კიდევ არაერთი გვარი დაასახელა.

ყველას კარგად გახსოვთ, განსაკუთრებით ნაცვლიშვილი, სამადაშვილი ხშირად საუბრობდნენ, რომ საქართველო არის მაჩანჩალა. მე მახსოვს ნაცვლიშვილის ერთი გამოსვლა, სადაც ვეღარ დავთვალე, რამდენჯერ იხმარა შავი ხვრელი. ალბათ, არ შეიძლება არ ითქვას სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, რომელიც აქტიურად გამოიყენეს იმისთვის, რომ რაღაცნაირად ესეც ინსტრუმენტი გამხდარიყო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ის ყოფილიყო ერთადერთი ლეგიტიმური.

ინიცირება მსურდა გამეკეთებინა რეზოლუციისთვის, რომელიც “ევრონესტის” ფარგლებში შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. ტექსტი იყო სამ ქვეყანაზე მორგებული – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. შეეხებოდა სამი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და რა თქმა უნდა საკმაოდ ძლიერი გზავნილი იყო საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ამ ტექსტს სჭირდებოდა სამი ქვეყნის დელეგაციის თანხმობა ან 10 ხელმოწერა. ქართულ ოცნებას მაშინ იქ ჰყავდა მხოლოდ 5 დეპუტატი დელეგაციაში. მნიშვნელოვანი იყო დელეგაციის სხვა წევრების, ესენი იყვნენ ვაშაძე, წითლიძე, ბოტკოველი და კორძაია, მათი ხელმოწერები, იმისთვის, რომ ეს რეზოლუცია “ევრონესტს” მიეღო და მათთან ორდღიანი თხოვნის და შეთავაზების მიუხედავად, მათ ეს არ გააკეთეს. “ევრონესტის” შეხვედრა დასრულდა იმ რეზოლუციის გარეშე, რომელიც ევროპარლამენტთან ერთად კიდევ ერთხელ იტყოდა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოზიციონირებდნენ ევროპულ სცენაზე, წერდნენ იმაზე უფრო ცუდ ნეგატიურ ანგარიშებს, ვიდრე ევროკომისია აფასებდა ჩვენს ქვეყანას” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე დაბარება გუშინ არც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა.

The post ვისი გვარები დასახელდა “წულუკიანის კომისიაზე” და დაიბარებენ, თუ არა, ზურაბიშვილს? appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow