ზელენსკი: ის ლოცულობდა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის. ვგლოვობთ ყველა კოთილიკესა და ქრისტიანთან ერთად, რომლებიც ფრანცისკესთან სულიერ მხარდაჭერას ეძებდნენ

პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოცალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა. “მილიონობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო გლოვობს პაპი ფრანცისკის ტრაგიკულ გარდაცვალებას. მან ცხოვრება დაუთმო ღმერთს, ხალხს და ეკლესიას. მან იცოდა, როგორ მოგცეს იმედი, შეამსუბუქოს ტანჯვა და ხელი შეუწყოს ერთობას. ის ლოცულობდა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის. ვგლოვობთ ყველა კოთილიკესა და ქრისტიანთან ერთად, რომლებიც ფრანცისკესთან სულიერ […]

აპრ. 21, 2025 - 16:27
 0
ზელენსკი: ის ლოცულობდა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის. ვგლოვობთ ყველა კოთილიკესა და ქრისტიანთან ერთად, რომლებიც ფრანცისკესთან სულიერ მხარდაჭერას ეძებდნენ

პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას უკრაინის პრეზიდენტი სოცალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა.

“მილიონობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო გლოვობს პაპი ფრანცისკის ტრაგიკულ გარდაცვალებას. მან ცხოვრება დაუთმო ღმერთს, ხალხს და ეკლესიას.

მან იცოდა, როგორ მოგცეს იმედი, შეამსუბუქოს ტანჯვა და ხელი შეუწყოს ერთობას. ის ლოცულობდა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის. ვგლოვობთ ყველა კოთილიკესა და ქრისტიანთან ერთად, რომლებიც ფრანცისკესთან სულიერ მხარდაჭერას ეძებდნენ. მარადიული ხსოვნა”! – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისათვის, აღდგომის დღესასწაულზე გამოჩნდა. Sky News-ის ცნობით, ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკის შესასვლელთან აივანზე გაიყვანეს, შემდეგ კი ვატიკანში შეკრებულ მორწმუნეებთან მიიყვანეს.
რომის პაპმა შეკრებილებს უთხრა: “ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს”, ამის შემდეგ კი მისი მიმართვა მისმა თანაშემწემ წაიკითხა.
ფრანცისკემ საკუთარ მიმართვაში ც ახსენა.
დაე, აღმდგარმა ქრისტემ ომისგან განადგურებულ უკრაინას სააღდგომო მშვიდობიანი საჩუქარი მოუტანოს და ყველა ჩართული მხარე წაახალისოს, შთააგონოს თითოეულ მათგანს, გააგრძელონ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, – ნათქვამია ს მიმართვაში.

21 აპრილს პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow