თანამშრომლობის მემორანდუმი
საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ჩინეთის მანქანებისა და ელექტრონული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის სავაჭრო პალატასთან მემორანდუმები გააფორმა. შეთანხმება ასევე ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასა და ერთობლივი პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობას, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას ითვალისწინებს. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც მონაწილეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები, გამოხატეს ინტერესები და დააფიქსირეს თავიანთი საჭიროებები კონკრეტული პროექტების, პარტნიორობის ფორმების და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით. ასოციაციამ თავის მხრივ თითოეულ დაინტერესებულ კომპანიასთან ინდივიდუალურად მუშაობის მზაობა გამოხატა.

საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ჩინეთის მანქანებისა და ელექტრონული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის სავაჭრო პალატასთან მემორანდუმები გააფორმა.
შეთანხმება ასევე ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასა და ერთობლივი პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობას, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას ითვალისწინებს.
ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც მონაწილეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები, გამოხატეს ინტერესები და დააფიქსირეს თავიანთი საჭიროებები კონკრეტული პროექტების, პარტნიორობის ფორმების და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით.
ასოციაციამ თავის მხრივ თითოეულ დაინტერესებულ კომპანიასთან ინდივიდუალურად მუშაობის მზაობა გამოხატა.
What's Your Reaction?






