თელავში 19-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატი 12 ივლისს დაიწყება

12 ივლისს თელავში 19-წლამდე ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც 10 ნაკრები ითამშებს: საქართველო...

ივლ. 6, 2025 - 16:27
 0
თელავში 19-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატი 12 ივლისს დაიწყება
12 ივლისს თელავში 19-წლამდე ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც 10 ნაკრები ითამშებს: საქართველო, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იტალია, კოსოვო, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, უკრაინა.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 12 ივლისს, 16:30 საათზე გამართავს – ქართველი გოგონების მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

12 ივლისი, 16:30 | იტალია – საქართველო

13 ივლისი, 16:30 | ბელგია – საქართველო

15 ივლისი, 16:30 | საქართველო – დიდი ბრიტანეთი

16 ივლისი, 16:30 | საქართველო – კოსოვო

ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა შეკრება აზერბაიჯანში გაიარა და სამი საკონტროლო მატჩი გამართა – 43:16 დაამარცხა „ბაქო“, ხოლო „იდმან აკადემიასთან“ ერთი მატჩი მინიმალური ანგარიშით 29:30 დათმო, მეორე კი 39:36 მოიგო.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ახალგაზრდულ ნაკრებს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ესტუმრნენ და ჩვენს გოგონებს წარმატებები უსურვეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:

ანა დოლბაძე, ანანო გაწერელია, ნატალი საბაშვილი; დიანა არაბიძე, მართა ბარნაბაშვილი, თეკლა ძამუნაშვილი, ანასტასია ესართია, ნატალი გაზაშვილი, ლიზი ჯანდიერი, ლიზი ქაჯაია, მარიამ ქათამაძე, ნინო ქებურია, ანა კოვზირიძე, ლიზი კვესელავა, მარიამ ლაფერაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, მარიამ ოდიკაძე, გვანცა რურუა.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა

მწვრთნელები: მარიამ ჩავჩიძე, ინა ჭკუასელი.

მენეჯერი: ლანა მარგიანი

geohandball.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow