თვალის ჩინივით უფრთხილდებიან - რა თხოვნა შეუსრულა კლუბმა კვარას წამებში

კვარას ძლიერი თავის ტკივილი აღენიშნებოდა, რის გამოც კლუბს სახლში გაშვება და დასვენება სთხოვა, ეს კი ქართველს უმალვე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეუსრულეს

მაი. 26, 2025 - 04:26
 0
თვალის ჩინივით უფრთხილდებიან - რა თხოვნა შეუსრულა კლუბმა კვარას წამებში
როგორც იცით, პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა, სადაც გუნდმა აუტსაიდერი რეიმსი დიდი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა.

სამწუხაროდ, აღნიშნულ ფინალში წუთითაც არ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას, არადა ქართველი მატჩამდე ერთი საათით ადრე ძირითად შემადგენლობაში იყო.

როგორც შემდეგ გაირკვა, კვარას ძლიერი თავის ტკივილი აღენიშნებოდა, რის გამოც კლუბს სახლში გაშვება და დასვენება სთხოვა, ეს კი ქართველს უმალვე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეუსრულეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩა თავს უკვე კარგად გრძნობს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში აუცილებლად ითამაშებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow