26 წლის სტეფანო ციციპასმა მედიასთან საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა და სამწუხაროდ, კარიერის დასრულებისკენ მიუთითა.
ძალიან მძიმეა ასეთ სიტუაციაში აღმოჩენა. ერთადერთი, რასაც ვერ ვიტან, ეს არის სპორტიდან წასვლა ან მატჩის შეწყვეტა. ბოლო ორი წელია, ვგრძნობ, რომ კორტზე სუსტი ვარ და ვიბრძვი იმისთვის, რომ ისევ ვიგრძნო კომფორტი მოედანზე.
ვგრძნობ, რომ დამიმთავრდა პასუხები. ყველაფერი ვცადე. დაუჯერებელი სამუშაო ჩავატარე ჩემი ფიზიკური ფორმის გამოსასწორებლად. ბევრი ვიმუშავე ფიზიოთერაპევტებთან, ვცადე ყველაფერი, რაც შემეძლო. ახლა პასუხები აღარ დამრჩა. არ ვიცი, რა გავაკეთო.
ეს ყველაზე რთული სიტუაციაა, რასაც აქამდე შევხვედრივარ. ეს მუდმივი პრობლემაა, რომელიც, როგორც ჩანს, არასოდეს გაქრება. მე, როგორც ყველას, მაქვს ზღვარი, ამიტომაც მომიწევს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოესი ორი თვის განმავლობაში. ეს მძიმე მომენტი იქნება, მაგრამ თუ მივხვდები, რომ ეს გაგრძელდება, ბრძოლას აზრი დაეკარგება. თუ ჯანმრთელი არ ხარ, შენი საჩოგბურთო ცხოვრება უბედური ხდება.
- თქვა ბერძენმა ჩოგბურთელმა.
ციციპასმა ბოლო მატჩი უიმბლდონის პირველ წრეში გამართა, სადაც მსოფლიოს 113-ე ნომერთან, ფრანგ ვალანტენ როიესთან 2 სეტში წააგო.