იაგო კაჭკაჭიშვილი: მოქალაქეობაში დაწინაურებული მწერლები კი მართლაც ერთი ხელის თითებზეც ვერ ჩამოითვლება. შენ გაგიმარჯოს, ზვიად!
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი: არ მახსოვს, საპროტესტო აქციაზე მივსულიყავი და იქ ზვიად რატიანი არ დამხვედროდა (პირიქით კი აუცილებლად მოხდებოდა). მინახავს, კოჭლობით როგორ იკვალავდა გზას მომიტინგეებს შორის, ხან ცხარე კამათში იყო ჩართული – ფხიზელი ან შეზარხოშებული გონებით, განმარტოებულად მჯდომიც მინახავს – ჩაფიქრებული. ერთმანეთი ვენაში გავიცანით (სალომე ასათიანის წყალობით), ზვიადის იძულებით ემიგრაციაში. მახსოვს მისი უბრალო ბინა ვენის მთლად […]


What's Your Reaction?






