"იამალის დონის მოთამაშეა" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია

ფრანგულ გამოცემა L'Équipe-თან ინტერვიუში „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა უსმან დემბელემ ახალგაზრდა ტალანტებზე — დეზირე დუესა და ლამინ...

ივნ. 16, 2025 - 14:27
 0
"იამალის დონის მოთამაშეა" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
ფრანგულ გამოცემა L'Équipe-თან ინტერვიუში „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა უსმან დემბელემ ახალგაზრდა ტალანტებზე — დეზირე დუესა და ლამინ იამალზე ისაუბრა.

დემბელემ იამალი მაღალი კლასის ფეხბურთელად დაახასიათა და აღნიშნა, რომ მისი შესაძლებლობები ყველას ჯერ კიდევ მაშინ დაუნახავს, როდესაც ლამინი პროფესიონალურ საფეხბურთო სცენაზე გამოჩნდა:

ვარჯიშებზე მუდმივად ცდილობდა დრიბლინგს და გოლების გატანაც შესანიშნავად გამოსიოდა“, — თქვა მან.

ამასთან, დემბელემ დეზირე დუეს შემთხვევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული ადაპტაციისა, დუე ნამდვილად გამორჩეული პიროვნება და პროფესიონალია:

დეზირე პსჟ-ში თავიდან გარკვეულ სირთულეებს შეხვდა — ახალ ფილოსოფიასთან შეგუება მარტივი არ იყო. თუმცა, ის ჭკვიანი მოთამაშეა და მას უდიდესი პოტენციალი აქვს. რაც მთავარია, მყარად დგას — ოჯახი და მამა გვერდში უდგანან“, — დასძინა დემბელემ.

ფრანგი ვარსკვლავის შეფასებით, დუე ისეთივე უნიკალური ნიჭის მატარებელია, როგორიც იამალი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალგაზრდა ფეხბურთელის პერსპექტივას.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow