“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე
სააგენტო "პარალელი" “ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს მმართველ პარტიასთან, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით: “დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია – ტვინების ოკუპაცია. რუსულ-ქოცური პროპაგანდა, ფსევდო-მედია და ყალბი ექსპერტები ერთად ქმნიან შფოთვის, ეჭვისა და უნდობლობის სისტემას. ივანიშვილის მიზანი არ არის დაგაჯეროს. მისი მიზანია – სიმართლე ჩაძიროს […] “ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე
ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს მმართველ პარტიასთან, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით:
“დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია – ტვინების ოკუპაცია.
რუსულ-ქოცური პროპაგანდა, ფსევდო-მედია და ყალბი ექსპერტები ერთად ქმნიან შფოთვის, ეჭვისა და უნდობლობის სისტემას.
ივანიშვილის მიზანი არ არის დაგაჯეროს. მისი მიზანია – სიმართლე ჩაძიროს ტყუილში, ყოველდღე დაგაბნიოს და დაგაეჭვოს.
როცა ხალხი ამბობს: რა აზრი აქვს? „ყველა ერთნაირია, ვერავის ვენდობი…“ – იქ უკვე იმარჯვებს ივანიშვილი და მისი პროპაგანდა.
სწორად ინფორმირებული და გაბრაზებული ხალხი აპროტესტებს, დაბნეული და დეზორიენტირებული – ნებდება.
ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას.
გამოსავალი? – თავისუფალი გონება!
თავისუფალი გონება ქმნის თავისუფალ ადამიანს, თავისუფალი ადამიანი – ქმნის თავისუფალ ერს.
ამიტომ ქვეყნის გათავისუფლება ჯერ გონების გათავისუფლებით უნდა დავიწყოთ!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე
პარალელი
What's Your Reaction?






