ისაკმა ლივერპულში თამაში გადაწყვიტა

ალექსანდრ ისაკს „ლივერპულში“ გადასვლა სურს. შვედმა თავდამსხმელმა „ნიუკასლ იუნაიტედს“ უკვე აცნობა, რომ გუნდის დატოვება უნდა...

ივლ. 25, 2025 - 19:27
 0
ისაკმა ლივერპულში თამაში გადაწყვიტა
ალექსანდრ ისაკს „ლივერპულში“ გადასვლა სურს. შვედმა თავდამსხმელმა „ნიუკასლ იუნაიტედს“ უკვე აცნობა, რომ გუნდის დატოვება უნდა და პრიორიტეტად სწორედ „წითლებში“ თამაში დაასახელა.

მის ტრანსფერზე ინტერესის მიუხედავად, „ალ ჰილალი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერი“ საქმეში რჩებიან, თუმცა ამ ეტაპზე ლიდერ პოზიციაზე სწორედ „ლივერპულია“, რომელიც მზად არის, ისაკის სანაცვლოდ 170 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შვედი ფეხბურთელი „ნიუკასლში“ 2022 წლიდან თამაშობს და 62 გოლი აქვს გატანილი 109 შეხვედრაში. მან კარიერის განმავლობაში რამდენიმე ევროპულ კლუბშიც იასპარეზა, მათ შორის „სოსიედადში“ და „დორტმუნდში“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow